ფილები დაიგო, თუმცა შესაბამის უწყებას სანიაღვრე სისტემის გაყვანა დაავიწყდა?!.

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე ახლად დაგებული გზის დემონტაჟი მიმდინარეობს.

ქუთაისში ხუნდაძის ქუჩის პრობლემა საინფორმაციო საგენტო geomediatv.ge_მ არაერთხელ გააჟღერა, ჩვენ ვწერდით, რომ ადგილობრივებს სანიაღვრე სისტემა არ ჰქონდათ და მათი ეზოები წყლიდ იტბორებოდა, აღნიშნულ ქუჩაზე ფილები რამდენიმე თვის წინ დაიგო, თუმცა შესაბამის უწყებას სანიაღვრე სისტემის გაყვანა დაავიწყდა!

პრობლემა ცნობილი იყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა აბუთიძის უწყება ამ დრომდე დუმდა, ამ დროისთვის ხუნდაძისა და დადიანის ქუჩის კვეთაზე ფილაქანის აყრა და სანიაღვრე სისტემის ხელახალი გაყვანა მიმდინარეობს.

ფოტოები ადგილიდან: