„დაუნგრიეს დასაძინებელი, სოციალურმა აგენტმა კი ბავშვის დახმარება შეუჩერა, მისამართი აღარ გაქვთო“

აკა სინჯიკაშვილი

ძალიან სასწრაფოდ ყურადღება !!!

ამ ოჯახს ჩვენ ვუვლით დიდი ხანია. შიშველ სინკარებში ცხოვრობდნენ, მტკვრის პირას, საშინელ პირობებში. ჰოდა გუშინწინ ამ ერთი ნაჭერი მიწის პატრონი მოვიდა და ეს შენობა დაანგრია. ორ ქალს, სამი ბავშვით მიწაზე ეძინათ გუშინ.დღეს დამირეკეს, ამწამს მოვედი და როგორ არიან შეხედეთ, ბავშვს სად სძინავს გული გამისკდა ლამის.

გუშინწინ დაუნგრიეს დასაძინებელი, გუშინ კი სოციალური აგენტი მივიდა და ბავშვის დახმარება შეუჩერა, მისამართი აღარ გაქვთო. დაცინვაა ეს და მეტი არაფერი.ამათ მე წავიყვან სახლში და იქნებ ვინმეს ადგილი გქონდეთ, ან შენობა ან რამე, აი ნებისმიერნაირი, წყალი არ ჩადიოდეს მარტო. უბრალოდ რომ იცხოვრონ, საჭმელს და ტანსაცმელს მე მივუტან ხოლმე. იქნებ რამე გამოჩნდეს, მანამდე ჩემთან იქნებიან და მე დამიკავშირდით თუ რამეა. გამივრცელეთ როგორც შეძლებთ, რაც ხდება კი ხედავთ. 558181218.