ნიკა მელია GFK-ის კვლევის შედეგებს დადებითად აფასებს

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს დაკვეთით გერმანულმა კომპანია GFK-მიერ ჩატარებულ და  გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია. ის მიიჩნებს, რომ დღეს გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგი ნათლად ასახავს დღებანდელ რეალობას.

„ვინც ამ ქვეყანაში ცხვრობს და თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ განწყობებს, ნამდვილად არ გაუკვირდება ის კვლევის შედეგები, რომელიც არის დღეს. ეს ყველაფერი მოიტანა ის რაც გააკეთა მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა. ერთადერთი უწყება რომელიც დღეს მუშაობს ეს რის სუსი, რომელიც დაგეშილია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, შეგახსენებთ ვინ ხელმძღვანელობს ამ უწყებას, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი.“- განაცხადა ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველში“.

გერმანული კომპანია GFK სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიხედვით პირველ ადგილზე „ქართული ოცნებაა“ 35.9%-ით, მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ 34.2%-ით იკავებს.

კომენტარის დატოვება