სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზემსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორენაწილით. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონისგამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავებისუფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდასაქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოსგადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლოგაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებულიდარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა დამსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელილმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობისსაქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში,კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თამარ მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ოლეგ მელნიკოვი,შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვასილ სანოძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი -გურამ დონაძე და  მათთან დაახლოებული პირები ანა კალანდაძე და თათია მაისურაძე.

ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თათია მაისურაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, თავის მეგობარ ლევანბუხაიძესთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თათია მაისურაძეს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რადროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მაისურაძის სუფრის წევრები.

აღნიშნულის გამო, დავით ახალაიას დავალების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ შურისძიებისმოტივით და მასთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტის სამმართველოს  უფროსმა გერონტი ალანიამ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმაალექსანდრე ღაჭავამ და დავით ქოქიაშვილმა, ქუჩაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით ჩასვესავტომანქანაში და გაიტაცეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითიდაზიანებებით ნაპოვნი იქნა 2006 წლის 28 იანვარს.

ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმადადასტურებულად იცოდა, რომ: დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავითახალაია, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური დაშინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები;  „შარდენ ბარში“, სადაც ივანე მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებისთანამშრომლებთან ერთად  იმყოფებოდა  მისი მეუღლე – თამარ მერაბიშვილი, ალექსანდრე გირგვლიანსა და დავით ახალაიას მაგიდისწევრებს შორის მოხდა  ინციდენტი,  რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ანგარიშსწორების მოტივი; დავით ახალაიაწარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს;  ამ დანაშაულის აღსრულებაშიმონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.

ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანისგატაცების და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთადასჯის მოთხოვნა.

საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყოალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას ორგანიზატორობის,შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარმერაბიშვილის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულადგამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილებახელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის დაკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივიპასუხისმგებლობის საკითხი.

ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალოჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზესახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილადგამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ  დანაშაულის გამომწვევი რეალურიმიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდათ მისხელქვეითებს და შესაძლოა მის მეუღლე თამარ მერაბიშვილსაც, ვალდებული იყო უზრუნველეყო ქმედითი ოფიციალური გამოძიება,დამრღვევთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რისთვისაც გამოძიებაზე პასუხისმგებელი და წარმმართველი პირები დამოუკიდებელი დამიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ.

ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება და აეცილებინა მისი უწყებისთვის ამ საქმის გამოძიება,ხოლო სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით დაუყოვნებლივ გადაეცა პროკურატურისთვის, ივანემერაბიშვილმა საქმის გამოძიების გაგრძელება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, რაშიც აქტიურად იყო ჩართულიალექსანდრე გირგვლიანის გატაცების ორგანიზატორი დავით ახალაია.

გამოძიებაში განზრახ დაშვებული აღნიშნული ხარვეზის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა  იმას, რომ არ დადგენილიყო საქმის რეალურიგარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 26 იანვრიდან 05 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენ ივანემერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენსაქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადიმიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზეობიექტური გამოძიების ჩატარება.

თავის მხრივ, დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვალში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანსთავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა  თანამდებობისპირები.  სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაშიგათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან, პრეზიდენტის შეწყალებით. გარდა ამისა, თითოეულს დაპირდა საპატიმრო დაწესებულებაშიყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხას და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებულიიყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.

აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანისსაქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ  დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილებისდაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყოშინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსიგერონტი ალანია. დავით ახალაია და   დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენპასუხისმგებლობისაგან.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთასაკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმადავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად,რამოდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში მიეცემოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისმაღალჩინოსანი გერონტი ალანია. დათა ახალაია და სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.ამასთან დავით ახალაიას შეპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.

ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისმიზნით,   2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მისიხელმძღვანელის,  დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშიმონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, კონსტიტუციურიუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილაფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების დათავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანემერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს  ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში,თანადგომა და მხარდაჭერა  აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვისმიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენდამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,  143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და 333-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.ალანიასთავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მ.ბიბილურიძეს, ა.აფციაურს და ა.ღაჭავას – ექვსი წლისა და ექვსითვის ვადით.

ა.გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიასძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.

გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შს სამინისტროს სხვათანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ  დიდი ოდენობით თანხები.

2008 წლის 24 ნოემბერს, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონოდაპირების შესაბამისად, N768 განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა  მსჯავრდებულ  სახელმწიფო მოხელეებს:გ.ალანიას, ა.ღაჭავას, მ.ბიბილურიძისა და ა.აფციაურს.

მიხეილ სააკაშვილის  განზრახ  უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამოშესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები  სასჯელის მოხდისგან  სრულად გათავისუფლდნენ.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებისერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდამართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალურიგარემოებების ფალსიფიკაცია და დათა ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრეგირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისდაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიასმიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.