“უკვე ანეგდოტიც არაა, რაც ქვეყანაში ხდება, არაფერი გვეშველება!”

სოსო მანჯავიძე გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას ეხმიანება და წერს:

-გრიგოლ ვაშაძე -1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილების უფროსად.. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.
ბავშვმაც კი იცის,რომ ასეთი კარიერა შეუძლებელი იქნებოდა რუსულ სპეცსამსახურებთან,ამ შემთხვევაში СВР(служба внешнеи разведки) თანამშრობლობის გარეშე.

ნინო ანანიაშვილი -1981 წელს დიდი თეატრის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

თაკო ჩარკვიანს,რომელიც ისტერიული ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა, ეს ფაქტები არ აღელვებს.
მოკლედ,უკვე ანეგდოტიც არაა რაც ამ ქვეყანაში ხდება, თითქოს შეგნებულად იქმნება რაღაც ახალი ,წარმოუდგენლად აბსურდული სიტუაციები,რომ ნორმალურმა ადამიანებმა ხელები ჩამოყარონ და იმ განწყობაზე დადგნენ,რომელსაც ყველაზე ხშირად ამ სიტყვებით გამოხატავენ:

არაფერი გვეშველება!”

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანმა და პაატა ბურჭულაძემ წარუდგინეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/43866-2/