პოლიციამ უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე დააკავა

პარლამენტის წინ საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ დაზარალებულების აქციამ ხმაურით ჩაიარა. აქციის დროს მოხდა შეტაკება აქციის მონაწილეებს და საპატრულო პოლიციას შორის, დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე.

ინფორმაციის გადასამოწმებლად უფლებადამცველთა სახლის წარმომადგენელს ნატალია ხოხიაშვილს დავუკავშირდით. მან ტუსკაძის და კიდევ 3 მოქალაქის დაკავება დაგვიდასტურა.

-„მამუკა ტუსკაძე ამ დროისთვის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევით სასამართლოშია გადაყვანილი, დიდი ალბათობით დააჯარიმებენ. დამიკავშირდა დაკავებული ადვოკატი მამუკა ტუსკაძე და მითხრა რომ სამართადამცავები სპეციალურად წელავენ დროს, რომ გადაცდეს სამუშაო საათებს და სასამართლო გადაიდოს ხვალისთვის, დაკავებულებს კი ამაღამ კაპეზეზე გადაყვანა ემუქრებათ. სირცხვილია ხელისუფლებავ“-გვითხრა ხოხიაშვილმა.