„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი”

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობასგრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-ი შედეგი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-ი შედეგის გამეორება „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად  დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს.  რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ეს გაირკვევა მოგვიანებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.