დავით ნებიერიძე: „შემოვდივარ წინადადებით-„ხაინდრავა პროდაქშენი” წარმოგიდგენთ… დავცინოთ გოიმს“

ჰეროკრატია – მხატვრული ფილმი მიხეილ სააკაშვილზე. გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიანი ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში ტელეკომპანია იმედის არხზე იგეგმება. სერიალის თრეილერი youtubze გავრცელდა.

ფილმის პრემიერა 28 აგვისტოს კინო-თეატრ „რუსთაველში“ გაიმართება. ნაჩვენები იქნება ფილმის ნაწილი.

ფილმს საზოგადოება „ივერიას“ წევრი დავით ნებიერიძე ეხმიანება და ახალი ინიციატივით გამოდის.

-„შემოვდივარ წინადადებით:
საზოგადოებრივი ოფსტრუქცია ხაინდრავას სიძულვილის მთესველ საქმიანობას.
ყველამ თავისი გემოვნებით აარჩიეთ ყველაზე აფსურდული და კომიკური ნაწყვეტები სხვა და სხვა ფილმებიდან და წარწერით – ”ხაინდრავა პროდაქშენი” წარმოგიდგენთ, განვათავსეთ სოციალურ ქსელში. დავცინოთ გოიმს“-მიმართავს ხალხს ნებიერიძე.

კომენტარის დატოვება