გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს – ამსტერდამის მერი კახა კალაძეს

ამსტერდამის მერი, ფემკე ჰალსემა  კახა კალაძეს წერილს უგზავნის და მიმართავს თხოვნით, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

წერილში, რომელსაც Tbilisi Pride  აქვეყნებს საუბარია იმაზეც, რომ “ღირსების მარშს” დაესწრებიან ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც – ამსტერდამის მერის თქმით, სწორედ მისგან მიიღებს ინფორმაციას, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ.

„მე გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.

“ღირსების მარშს”, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის”, – სწერს ამსტერდამის ელჩი კახა კალაძეს.