მოკლული სმიტების ოჯახი აშშ-ში გადაასვენეს

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი, დღეს სამშობლოში გადაასვენეს. სპეციალური თვითმფრინავი, შეერთებულ შტატებში, თბილისის საერთშორისო აეროპორტიდან გაფრინდა.

სმიტების ოჯახის სამი წევრი, ორი ზრდასრული და ერთი 4 წლის ბავშვი ხადას ხეობაში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ადგილობრივი მწყემსი მალხაზ კობაური.