დღეს ტყიბულში მეოთხე მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულ მეოთხე მეშახტეს დღეს დაკრძალავენ. 3 მეშახტე კი გუშინ 21 ივლისს დაკრძალეს.

16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ,  პირველი აქცია 19 ივლისს  გაიმართა, აქცია იყო გუშინაც.

21 ივლისვე ტყიბულის ცენტრში ადგილობრივები, მეშახტეები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პროფკავშირების წევრები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა შახტებში შრომის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა გამოიწვია.

მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.