საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ამინდის გაუარესების გამო როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კახეთში ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები.

მაშველებმა უკვე შეძლეს 6 შეტყობინებაზე რეაგირება. ​ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.