ბაზარზე ფასების მომატებას სამართალდამცავების რეაგირება მოყვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  განცხადებით, თუ ბაზარზე მოხდება ფასებით სპეკულირება, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

„თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტებს, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“ – აღნიშნა დავითაშვილმა.