“იმდენად მძიმეა სიტუაცია, ცხედრების გატანის დრო და საშუალება არ აქვთ!”

მიშა ხაჩიძე

აპოკალიფსური მდგომარეობაა მატიში. ასე ყრია დამწვარი ცხედრები ქუჩებში. იმდენად, მძიმე სიტუაციაა საბერძნეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ კურორტზე, რომ ცხედრების გატანისთვის დრო და საშაუალება არ აქვთ.

მთელი ძალები ცეცხლის ლოკალიზებასა და სავარაუდო გადარჩენილების ძებნას ხმარდება.
ბოლო მონაცემებით, ხანძარს 77 ადამიანი შეეწირა. დაიწვნენ სახლებში, მანქანებში გაქცევისას, გაიგუდნენ უჰაერობის გამო. 5 ადამიანი ცეცხლს ზღვაში გაექცა და დაიხრჩო, ცეცხლმოკიდებული, 15 წლის ბავშვი კლდიდან გადაიჩეხა.

200- მდე დამწვარია და კნილიკებშია მოთავსებული, 100 დაკარგულს კვლავ ეძებენ.

გადამწვარი 1500 სახლიდან, მაშველებმა ჯერ მხოლოდ 450 ის შემოწმება და ცხედრების აღმოჩენა მოახერხეს, დანარჩენის შემოწმება გრძელდება.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.