მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია… გელოდებით!

იზა ვეფხვაძე

მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია…

29 ივლისს, დიდი მსვლელობა წყალტუბოსკენ…

ჩემო ძვირფასებო, იცით, რომ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მესამე წელია ახორციელებს პროექტს ” ჩემი საქართველო აქ არის”., რომლის ფარგლებშიც.

თეატრი საქართველოს მთა და ბარში მოგზაურობს და ატარებს სპექტაკლებს, მომდევნო სპექტაკლი, 29 ივლისს, კვირას, 2 საათზე, გაიმართება წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა # 1 , ოტია იოსელიანის ეზოში, მის საფლავთან და მიეძღვნება ოტია იოსელიანს . სპექტაკლის სახელწოდებაა ” ჩვენი ოტია”… გარდა ამისა, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ 2 წლის განმავლობაში მქონდა პირადი ინიციატივა და საქართველოს რეგიონებში ვაშენებდი ბევრ კარგ ქართველთან ერთად “სიყვარულის ხეივნებს”, ასეთი 50-ზე მეტი ხეივანი გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქუთაისში და წყალტუბოში, ამ ინიციატივის ფარგლებში, ხეები დაირგო ოტია იოსელიანის ეზოშიც.

29 ივლისს, ყველანი, ვისაც სიყვარული შეუძლია ( ქვეყნის, ერის, ოჯახის, მოყვასის), 12 საათზე ვიკრიბებით ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სადაც გასულ წელს გავაშენეთ ” სიყვარულის ხეივანი”, იქ , ჩავკიდებთ ხელებს ერთმანეთს და შევკრავთ “სიყვარულის ჯაჭვს”, შემდეგ ხეივანში დავრგავთ “სიყვარულის ხეს”, იქვე , პარკში, გვერდით, არის პარკის დირექტორის, კარგი ქართველის– გიზო თავაძის ინიციტივით გაშენებული “ოტია იოსელიანის ხეივანი” ოტიას ბიუსტით, გავივლით ამ ხეივანსაც და ყველა ერთად გავემგზავრებით ჩვენ -ჩვენი ტრანსპორტით წყალტუბოსკენ, სადაც პატივს მივაგებთ ამ დიდ ქართველს და ლიტერატურული თეატრი გამართავს ლიტერატურულ წარმოდგენას — ” ჩვენი ოტია”… ეს იქნება ორი პროექტის გაერთიანება ;

” მე თქვენ მიყვარხართ” და ” ჩემი საქართველო აქ არის”… გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს დღე იყოს ძალიან ლამაზი, ფორმით და შინაარსით…

თბილისიდან წამომსვლელები დაუკავშირდით ქალბატონ ნინო სალუქვაძეს ნომერზე 557192332;

უფალი ჩვენთან… ღმერთი სიყვარული არს… შეხვედრამდე…29 ივლისამდე… გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია…

P.S. სიყვარულის ხეივანში შედგება პრეზენტაცია თემურ ჩალაბაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის, კომპოზიტორი და შემსრულებელი, ქალბატონი ია მაისაია…