მელანიამ ორჯერ აიცილა ტამპის ხელი-რას ამბობს სხეულის ენა წყვილზე

ამერიკის პრეზიდენტის პირველი სავიზიტო ტურნე მედიისა დ ანალიტიკოსებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ტრამპის ოჯახური თანაცხოვრების მხრივ გახდა. მსოფლიო მედიამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ პირველმა ლედიმ ყოველთვის თავიდან აიცილა მეუღლის ხელის მოკიდება.

ინაუგურაციიდან მოყოლებული მელანია ყურადღების ცენტრშია. „მოწყენილი მელანიას“ მხარდასაჭერად ჯგუფებიც კი შეიქმნა. მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ მელანიას ცხივრებას და ჭორის დონეზე იმასაც ამბობენ, რომ მას არ სურს პირველი ლედობა და შესბამისად არც ტრამპთან აქვს კარგი ურთიერთობა. ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა პირველი ტურნეს დროს, როცა მელანიამ ორჯერ აიცილა მეუღლის ხელი თვითმფრინავის ტრაპზე.

ამერიკელებისთვსი მარაკ და მიშელ ობამების თანაცხოვრებისა და ხალხთან ურთიერთობის შემდეგ, როგორც ირკვევა მიუღებელია ტრამპის დამოკიდებულება როგორც ქუცაში, ისე სახლში ადამიანებთან.

ამერიკელებმა დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ტურნეს დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს როგორ იმღერა ბარაკმა პოლ მაკარტნისთან ერთად, როგორ კოცნიდა მეუღლეს საზოგადოებაში და როგორ პასუხობდა მიშელიც. ობამების წყვილი ამრიკამ ჰარმონიულ ოჯახურ წყვილად შერაცხა.რაც შეეხება მელანიას და დონალდ ტრამპს, ანალიტიკოსები და ფსიქოლოგები სხეულის ენისა და ჟესტიკულაციის გათვალისწინებით ამბობენ, რომ „მდგომარეობა კონტროლიდან გადის“. თუმცა, ტრამპები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და მედიისა და სოციოლოგების მოსაზრებები მხოლოდ მოარულ ჭორს ჰგავს.