“სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური რეაბილიტაცია გადის გლდანის ციხეზე”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

დიახ, “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურად იძირება და მისი გადარჩენა შეუძლებელია, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. “მოძალადე ხელისუფლება”, აი ასეთი სახელწოდებით შევა საქართველოს ისტორიაში სააკაშვილის “ნაცმოძის” მმართველობის 9 წლიანი პერიოდი! მავანს მიაჩნია, რომ თუ “უკრაინელი გუბერნატორი” სააკაშვილის ნაცვლად სხვა რომელიმე ლიდერი გახდება პარტიის თავმჯდომარე, მაშინ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას დაავიწყდება “ნაცმოძის” საქმენი საგმირონი”?! ვინც ასე ფიქრობს, ისინი ძალიან ცდებიან, რადგან ამ ცვლილებით ვერც “ნაცმოძს” იხსნიან და ვერც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უზრუნველყოფენ, სააკაშვილზე ხომ საუბარიც არ არის, მათთვის ის უკვე ზედმეტი პოლიტიკური ტვირთია, – “გამოწურული ლიმონი”!

საქმე ის არის, რომ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთში ისე არიან შეზრდილები, რომ “პოლიტიკური ქირურგიული მეთოდით” მათი დაშორება შეუძლებელია, რადგანაც ასეთი ჩარევა გამოიწვევს ორივეს დაღუპვას! ანუ, სააკაშვილი ვერ იარსებებს “ნაცმოძის” გარეშე და ვერც “ნაცმოძი” იარსებებს სააკაშვილის ლიდერობის გარეშე, ცალ-ცალკე მათ არა აქვთ შანსი, რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში და ოდესმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში!

არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც მოითხოვს დიდ ვაჟკაცობას, რომ რაღაცა სახით მაინც შეძლონ საკუთარი ხალხის დაჯერება, ეს არის, – “პოლიტიკური და ადამიანური გულწრფელი სინანულის გზა”, რომელიც მოითხოვს დიდ თავგანწირვას! მიმაჩნია, რომ სააკაშვილის “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური რეაბილიტაცია გადის გლდანის ციხეზე, ანუ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე, რაც დიდი ალბათობით დასრულდება მისი ტუსაღობით, მის დროს აშენებულ გლდანის “განთქმულ” საპყრობილეში!

აი, ასეთ პოლიტიკურ კათარზისზე წამსვლელია სააკაშვილი და მისი ნაშიერი “ნაცმოძრაობა”?! არ მგონია, მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმბიოზს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არა აქვს და იგი დასასრულისკენ მიდის!!!…

კომენტარის დატოვება