წამების აკრძალვის ევროპული სტანდარტები

წამების აკრძალვის ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებმა და გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაშიპროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე,,წამების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. სასწავლო კურსი საქართველოს პროკურატურისა დაევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის საერთო პროექტის ,,ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულსტანდარტებთანმხარდაჭერით განხორციელდა.

ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფერო და ამ მუხლისგანმარტებები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის პრობლემა, წამების აკრძალვის კომიტეტის (CPT) სტანდარტები და ..ამასთანავე, მონაწილეები  აღნიშნულ თემებზე გაეცნენ ევროსასამართლოს მიერ დანერგილ პრაქტიკასა და მიღებულ პრეცედენტულგადაწყვეტილებებს. სასწავლო პროცესს   საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების თემებზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ტრენინგებიინტენსიურად მიმდინარეობს. სწავლება მიზნად ისახავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობასა და არსებულისაერთაშორისო სტანდარტების ქართულ პრაქტიკაში დანერგვას.

კომენტარის დატოვება