დიდი სტუმრიანობა ხარაგაულში

5 ნოემბერს, სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან-რაინდთა დასის საპატიო წევრის – იზა ვეფხვაძის ინიციატივით, ლიტერატურული თეატრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხარაგაულს ჩოხოსანრაინთა დასის ხელმძღვანელი, პროფესორი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ბატონი გოგი დოლიძე და დასის სხვა წევრები ეწვივნენ: კოტე მიქაძე– კომპოზიტორი, დავით თევზაძე– ფილოსოფიის დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, ვაჟა მანჯგალაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალი, რეზო ბუბუტეიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი, ზაალ სიხარულიძე, ვეტერანი, ომის, შეიარაღებული ძალებისა და კონფლიქტების ვეტერანთა კავშირის – “ვეტერანები მშვიდობისთვის” წევრი და ამიერკავკასიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ივანე ჯაფარიძე, რადიოს დიქტორი, გადაცემა ” ჩვენი საგანძურის” ავტორი და წამყვანი,   ფრიდონ მაღრაძე, მწერალი, გამომცემელი, მეცენატი, ილო პატაშური– მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დავით ჭელიძე- მწერალი, სპორტული ჟურნალისტი.

შეხვერდა სოფელ ბორითიდან დაიწყო, სადაც მასპინძლებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას, შემდეგ უბისის მონასტერი მოილოცეს , გზად, ხარაგაულის შესასვლეში -დევებთან ,  ერთი წლის ჩოხოსანილილე ფცქიალაძე  ნაბდოსანი ცხენოსნები ეროვნული დროშებით და ქართული ზედაშით სავსე დოქ-ფიალებით ელოდნენ.

14937994_1202328193170064_1734950923_n 14958546_1202327839836766_1813931801_n 14958856_1202327896503427_1094663509_n 14996396_1202328046503412_105646995_n

ოფიციალური შეხვედრა ხარაგაულის კინო -თეატრში შედგა, სადაც ბატონმა გოგი დოლიძემ და სტუმრებმა მიმართეს  შეკრებილ საზოგადოებას. ასევე საზოგადოებას მიესალმნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე  და მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მერი გიორგიძე.  ხარაგაულის 40 მოსწავლე ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი გახდა.  გოგი დოლიძემ მოსწავლეებს  ჩოხოსან რაინთა დასის ჟუნალი „ რაინდი“ გადასცა. 4 ივლისს  დასში გაწევრიანებული მოსწავლეები  ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე, მთაწმინდაზე საზეიმო ფიცს დადებენ.

14958546_1202327839836766_1813931801_n

იზა ვეფხვაძემ ჩოხოსან რაინთა დასის წინაშე ხარაგაულის ფილიალის ხელმძღვანელის კანდიდატურად   ხარაგაულელი ჩოხოსანი ბესიკ სახვაძე წარადგინა. წინადადება მხარდაჭერილ იქნა. როგორც იზა ვეფხვაძემ აღნიშნა,  ყოველწლიურად მოხდება დასში ახალი წევრების მიღება.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება