ენმ-ს წევრები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო , რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაიბარეს, თუმცა ენმ-ს წევრები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ მათ სუს-ის თანამშრომლების მიერ მიტანილი დაკითხვის უწყებები არ ჩაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ფირის ავთენტურობა ამ ეტაპზე  დადასტურებული არ არის.

კომენტარის დატოვება