იან კელი: საქართველოს როლი იქნება ძალიან დიდი!

შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მხარდაჭერა ნატო-სგან ამ კუთხით.

„სამი მოკავშირე ქვეყანა შავიზღვისპირეთიდან – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, მხარს უჭერენ ამ კუთხით სტრატეგიის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხმა უკრაინასა და ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა. უსაფრთხოების აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას შავი ზღვის სანაპირო უსაფრთხოების კუთხით. ყველაფრის განხორციელება მოხდება ერთობლივი მუშაობით და გაძლიერდება რეგიონში სტაბილურობა და თავდაცვა. ამაში, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი იქნება ძალიან დიდი”, – განაცხადა იან კელიმ.

ამასთან, იან კელიმ თავდაცვის სამინისტროს გასული 100 დღის შემაჯამებელი საქმიანობის პრეზენტაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ მკაფიოდ იყო დანახული ის გამოწვევები, რაც დღეს სამინისტროს აქვს.

„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის სამუშაოები, რაც ჩატარდა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სტრატეგია თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ რეორგანიზაციას სამინისტრო. აშშ მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას”,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარის დატოვება