ძიუდოისტების აქცია დღეს, 11:00 საათზე განახლდება

გუშინ ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. აქციის მონაწილეებმა დავით ქევხიშვილის სავარძელი მისი კაბინეტიდან გაიტანეს და ქუჩაში ნაგვის ურნასთან დატოვეს. გუშინვე სპორტსმენები აცხადებდნენ, რომ აქცია არ დასრულდებოდა და გაგრძელდებდა.

ასეც მოხდა, ძიუდოისტთა ნაწილი პროტესტს განაგრძობს. აქცია დღეს, 11:00 საათზე განახლდება. მოთხოვნა უცვლელია – დავით ქევხიშვილის გადადგომა. ფედერაციის პრეზიდენტი კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ის დაპირისპირებულ მხარეს დისკუსიაზე იწვევს.

შეგახსენებთ,  სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები მედლების გარეშე დაბრუნდნენ.