“ხე–ტყის მოჭრა ცუდია, მაგრამ, თქვე უჯიშოებო! ჩინელებს რომ ტყეები მიეცით და აჩეხინებთ? სვანებია პრობლემა?”

დაძაბულობა სვანეთში – ხაიშში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. მოსახლეობა სოფლის ცენტრის დატოვებას არ აპირებს.

ჭუბერსა და ხაიშში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოსავლენად ღონისძიებებს ინტენსიურად ახორციელებენ.

იხ.

https://www.gmtv.ge/44323-2/

სვანეთში მიმდინარე პროცესებს ზვიად ტომარაძე ეხმიანება:

-ახლა მომწერეს სვანებმა! ეს ის ხალხია, ვინც სვანეთში ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება! ჰოდა მათი დასჯა–დაშინება გადაწყვიტეს! შეიყვანეს სპეცრაზმი! ჰესების აშენება არ გინდათო ხომ? კარგი მაშინ ხე–ტყის მოჭრაზე აგიკრძალავთო! ხე–ტყის მოჭრა ცუდია, მაგრამ თქვე უჯიშოებო! ჩინელებს რომ ტყეები მიეცით და აჩეხინებთ? სვანებია პრობლემა? დაეხმარეთ ამ ხალხს, მიეცით ალტერნატიული სამუშაო და მერე კი ბატონო მოსთხოვეთ!“-წერს ტომარაძე.