„პროცესი მაფიის სათავეში მყოფი ჩინოვნიკების და მათი ქსელის პასუხისგებაში მიცემით უნდა დაიწყოს!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

სოსო მანჯავიძე

არის ასეთი ტომი კოლუმბიაში,.საკუთარ თავს “მამასს” ეძახიან.ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ, არ იციან რა არის ტყუილი,მკვლელობა და გაუპატიურება და ზოგადად დანაშაული.

ტომს ქურუმები ხელმძღვანელობენ,. ქურუმის არჩევის წესი განსაკუთრებით საოცარია,როგორც ჩანს,მისტიური ცოდნით გამორჩეული ქალი გამოქვანულში მშობიარობს.იქ გაჩენილი ბავშვი რვა წლამდე გამოქვაბულშივე იზრდება. როცა ბავშვი გამოყავთ გამოქვაბულიდან. მას აქვს უშუალო მისტიური ცოდნა,რომელსაც მთელს ტომს უზიარებს.

ევროპელების შემოსვლის შემდეგ კოლუმბიის გაუვალი ჯუნგლებით დაფარულ მაღალ მთებში აინაცვლეს,რომ ნაკლები შეხება ჰქონოდათ ევროპელებთან,რომლებსაც ისინი “უმცროს ძმას”უწოდებენ.
“უმცროსი” ამ შემთხვევაში რეგვენის მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. კერძოდ,”მამასის” ხალხი მიიჩნევს,რომ “უმცროს ძმებს” მათი სირეგვნის გამო არა აქვთ უნარი გაიაზრონ თავიანთი ადგილი სამყაროს იერარქიაში,ვერ ხვდებიან,რომ ერთიანი და ცოცხალი სამყაროს ნაწილები არიან,რომ თავიანთი სიხარბის გამო აზიანებენ დედამიწას,რაც საბოლოოდ ადამიანთა მოდგმას გაანადგურებს.

ამ ათიოდე წლის წინ მათი”ბი-ბი-სი” მიიწვიეს და გააფრთხილეს,რომ თუ “უმცროსი ძმა” ქცევას არ შეცვლის,დედამიწა ვეღარ აიტანს ამგვარ მოპყრობას და კატასტროფა გარდაუვალია,
ეს სვანეთის ამბებზე გამახსენდა.

არ ვიცი აქვთ თუ არა მამასის ხალხს სიტყვა “ნაბოლარა”.

თუ აქვთ, ჩვენ ალბათ ამ სიტყვას დაგვარქმებდნენ ,იმის გამო რასაც საკუთარ თავს და ბუნებას ვუშვებით.
როგორ შეიძლება,დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ბუნებისადმი თავიანთი ულმობელი დამოკიდებულებით ცნობილი ჩინელი ” უმცროსი ძმები ” შეუშვა და იქ ტყე აჩეხინო.

არც ადგილობრივებს მიეტევება ტყის განადგურება. სვანურ ტრადიციაში ბუნების მიმართ დამოკიდებულება არანაკლებად ღრმა ცოდნას ეფუძნებოდა.

სახელმწიფომ კი თავი უნდა დაანებოს ” უმცროსი ძმების” მიერ თავსმოხვეულ სირეგვნეს იმის შესახებ,რომ “ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს”,
უნდა გაუქმდეს ჩინური კომპანიების ლიცენზიები.
მკაცრად გაკონტროლდეს ტყის ჭრა.
მოჭრილი ხე-ტყე უნდა გადამუშავდეს და სასაქონლო სახე მიიღოს ადგილზე ,რათა შემოსავალის წილი ადგილობრივებმა მიიღონ…
უნდა აღიკვეთოს ხე-ტყის მაფია და ეს ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით კი არ უნდა კეთდებოდეს,არამედ ამ მაფიის სათავეში მყოფი ჩინოვნიკების და მათი ქსელის პასუხისგებაში მიცემით.

ამისთვის სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი,დაწყებული სუბსიდიებით და დამთავრებული მისაღები პროექტების წარმომდგენი კომპანიებისთვის გაწეული პრეფერენციებით..
ეს გაცილებით სასარგებლო ფულის ხარჯვა იქნება,
ვიდრე, მაგალითად,”ქართული ფულით” მეჩეთის აშენება ბათუმში,ან კიდევ “ჩეკინ ჯორჯიის” ღონისძიებების დაფინანსება ბიუჯეტიდან.

სხვა მაგალითებს აღარ მოვიყვან,ძალიან გრძელი პოსტი გამოვა.