„ქართული დემოკრატიის“ ახალი მამა ზაქარია და კოლექტიური ზარდიაშვილები – ჭიჭინაძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ცნობილი ხდება, რომ პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე „ოცნების“ „ტროიკის“ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. როგორც დეპუტატმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი გარიცხვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს წინაშე გაასაჩივრებს.

„პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა – „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა… პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, – ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ის უმრავლესობის წევრად რჩება.