ბავშვობაწართმეული თაობა! რუსეთმა მათ სიცილი წაართვა!
ეს ბოლო დღეებია სოციალურ ჯგუფში საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი ჯიუტად იმეორებს-რუსეთი ოკუპანტი არ არისო! ცდებით, ბატონებო! ის ოკუპანტზე უარესია! დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ხე ერთი მხრიდან არ იჭრება!
წლები გადის, იზრდებიან თაობები…იზრდებიან სევდანარევი თვალებით!..
ამ ბავშვებმა ომის ქარ-ცეცხლი საკუთარ თავზე გადაიტანეს, მათ რუსეთის არმიამ ბავშვობა წაართვა. აგვისტოს ომის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობენ და რუსის ჯარისკაცების სოფელში გამოჩენისთანავე ისევ უახლდებათ ტკივილი…
ეს საზღვრისპირა სოფლებში, მავთულხლართებთან სულ რამდენიმე მეტრში ერთი წლის წინ გადაღებული ფოტოებია. ნახეთ რამხელა სევდა დგას ამ პატარების თვალებში! ნახეთ როგორი სერიოზული სახეები აქვთ, ომმა მათ სიცილი წაართვა! აი, სწორედ ეს თვალები უნდა გაიხსენოს ყველამ, ვინც ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის! ეს თვალები დაიმახსოვრეთ ყველამ, რომლებიც ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის!!!
აგვისტო მოდის! კიდევ ერთი წელი გავა! ბავშვების თვალებში ისევ სევდაა, მათთვის დრო მკურნალი არ არის.
მათთვის, რაც არ უნდა „რეცხოს“ მავანმა, რუსეთი ბოროტი ოკუპანტია!