„გელოდებათ ჯოჯოხეთური სანქციები“ – აშშ facebook-სთვის რუსეთს ემუქრება

Facebook-მა ახალ პოლიტიკურ ჩარევაზე გააკეთა ხაზგასმა, რომელიც სოციალურ ქსელში იყო დაფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის დამკვეთი ჯერაც უცნობია, ამერიკელმა სენატორებმა ხელიდან არ გაუშვეს შემთხვევა და რუსეთი დაადანაშაულეს, მეტიც, ახალი სანქციებით დაემუქრნენ.

Facebook-მა განაცხადა, რომ მარკ ცუკერბერგის პლატფორმებზე ახალი პოლიტიკური კამპანია დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული, რომ სოციალურმა ქსელმა ამერიკის კონგრსის 6 ნოემბრის არჩევნებში ჩარევის ფაქტებიც გაასაჯაროოს. აქვე გეტყვით, რომ კონგრესში არჩევნები 2018 წლის ნოემბერშ გაიმართება.

ოფიციალური ბლოგის თანახმად Facebook и Instagram-დან გაქრა 32 გვერდი, კომპანიამ საქმის კურსში ჩააყენა ამერიკის სამართალდამცავი ორგანოები. წერილები დაიდო ბლოგებში და გადაეცა ქვეყნის თავდაცვას.

Facebook აცხადებს:

-ასეთი ქმედებები ჩვენთან დაუშვებელია, არ მივცემთ არც სზოგადოების ჯგუფებს და არც ორგანიზაციებს უფლებას შექმნან დიდი ოდენობით გვერდები, ბლოგები და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ“.

კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა და ზუსტად ვერ იტყვიან ვინ დგას ახალი პოლიტიკური კამპანიის უკან, თუმცა არ გამორიცხავენ ამ ყველაფრის კვალი მიდიოდეს ორგანიზაციასთან Internet Research Agency (IRA), რომელსაც დასავლეთის მედია კრემლთან აკავშირებს. სწორედ ეს ორგანიზაცია სახელდება ტრამპის გამარჯვებაში მთავარი როლის შემსრულებლად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი პოლიტიკური ქსელი 2017 წლის მაისიდან დაიწყო და შეიქმნა ისეთი ჯგუფები, როგორიც არის მაგალითად: «Aztlan Warriors», «Black Elevation», «Mindful Being», და «Resisters» მათ ერთობლივად უკვე 9.5 პუბლიკაცია შექმნეს და გაავრცელეს. ამ ჯგუფებმა იყიდეს რეკლამა 11 ათასი დოლარის ფარგლებში. ეს ჯგუფები ორგანიზებას უწევდნენ სხვადასხვა შეხვედრებს. გასული წლის მაისიდან ასეთი 30 შეხვედრა დააფიქსირა Facebook-მა.

 

სენატორმა მარკ უორნერმა შეაქო Facebook-ი და განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ აქვს მცდელობა ამერიკის არჩევნებში ჩარევის. მან საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა The New York Times-თან ისე, რომ როგორც გამოცემა ამბობს ფაქტებს არც კი დალოდებია.

რესპუბლიკელი ლინდსი გრემი რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ და შედეგებით დაემუქრა.

-ნებიემიერი ქვეყანა, რომელიც „ცხვირს ჩაყოფს“ ჩვენს არჩევნებში ანალოგიური მეთოდით დაისჯება“-განაცხადა გრემმა.

სენატორი რიჩარდ ბერი პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთს ამერიკაში უთანხმოების შეტანაში და ამბობს:-„რუსეთს სჭირდება სუსტი ამერიკა“.

თეთრის სახლის წარმომადგენელი ჰოგან გიდლი კი აცხადებს:

-პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არ დაუშვებენ და არ მოითმენენ სხვა ქვეყნის ჩარევას ამერიკის არჩევნებშა და საერთოდ საშინაო საქმეებში“.

Facebook-ის ოპერაციების მთავარი დირექტორი შერილ სენდბერგი სოციალური ქსელით პოლიტიკურ ჩარევას „კატა-თაგვობანას“ თამაშს ადარებს და ამბობს, რომ ცუკერგერგის კომპანია ასეთი ფაქტების აღმოჩენაში დიდ წარმატებებს აღწევს.