„ინიციატივა, რომელიც აამაღლებს სწავლის მოტივაციას და პოლიციელთა ოჯახები კმაყოფილნი იქნებიან“

რუბრიკა 

თქვენი სათქმელი

 გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

მიმართვა შს მინისტრს გიორგი გახარიას.

-მოგესალმებით ბატონო გიორგი. ვხედავ რა თქვენს ზრუნვას ქართული პოლიციის პრესტიჟზე, არაერთ მცდელობას, რომ კიდევ უფრო გაეზარდოს მოტივაცია ქართველ პოლიციელს, მინდა რომ ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობებით მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და აქვე ჩემის ინიციატივის შესახებ მოგახსენოთ. ბოლო დროს თქვენს მიერ გატარებულ რეფორმებს ძალზედ დადებითად შეხვდა უკლებლივ ყველა პოლიციელი . ჩვენ მოქალაქეები ყველა კარგად ვხედავთ თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იყო პოლიციელი ემსახურო დღე და ღამე შენს ქვეყანას იფიქრო რა ქვეყნის სიმშვიდეზე და ამავდროულად ოჯახის კეთილდღეობაზე.

მინდა გაგაცნოთ ჩემი ინიციატივა და მოხარული ვიქნები თუ გაიზიარებთ მას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მიუხედავად იმისა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სახელფასო ბიუჯეტის გაზრდა თანამშრომლებზე , ვფიქრობ ერთგვარი წახალისება იქნება პოლიციელის ოჯახისთვის, რომელსაც ყავთ სტუდენტი შვილები, ძალზედ მნიშვნელოვანია უწყებამ შეიტანოს წვლილი მათ განათლებაში და მოტივაცია გაუზარდოს რათა იყვნენ წარმატებული სტუდენტები .

მაგალითად, თუ პოლიციის თანამშრომლის შვილი ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში და მოიპოვებს არასრულ გრანტს ასევე იქნება უნივერსიტეტის სტიპენდიანტი იგივე მოცულობის თანხით (როგორც სასწავლო ჯილდოთი ასევე გრანტის თანადაფინანსებით) უზრუნველყოთ . ეს იქნება სწავლის მოტივაციის ამაღლება თქვენი მხრიდან და კიდევ ერთი წარმატებით გადადგმული ნაბიჯი თანამშრომლების მიმართ