„მშვიდობა ომზე მეტია“ – 10 წელი აგვისტოს ომიდან ათენში

დედაქალაქ ათენში, ქალაქის მთავარ – სინტაღმის მოედანზე სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო ათენში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების უმრავლესობის წარმოადგენლები და საბერძნეთის და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს აკრეტიტებული დიპლომატიური წარმომადგენლები, მათ შორის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

ათენში მყოფმა სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა შეკრებილ საზოგადოებას გაახსენეს 10 წლის წინ საქართველოში განვითაებული მოვლენები და სიტყვით მიმართეს მათ, ხოლო პედაგოგ ნინო ფრუიძის ხელმძღვანელობით პატარა ქართველმა ემიგრანტმა მოსწავლებმა ლექსებით და სიმღერებით გააფორმეს აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

,,მიმდინარე წელს 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავია და ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ეს თარიღი. ამ უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენ მივიწევთ ევროპის კარიბჭისაკენ და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და პროგრესს. დღეს აქ წარმოდგენილი სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა გამოვიდნენ მოხსენებით,რომელიც შეხებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს და მიუხედავად ,ამისა იმ პროგრესულ გზას, რაც საქართველომ ამ ათ წელიწადში განვლო.” – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა ლიკა ჯანელიძემ ღონისძიების შეფასებისა და პრესის წარმომადგენლებთან გაკეთებული განცხადებისას.