არის საკითხები, რომელთა პოლიტიკური მიზნებისათვის, მითუმეტეს სპეკულაციისათვის გამოყენება დაუშვებელია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს სოციალური ქსელით პასუხობს:

-„ცოტა ხნის წინ გავეცანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებას აბიტურიენტებთან დაკავშირებით და თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოებისათვის, მკითხველისათვის პატარა განმარტება გამეკეთებინა.

მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომელთა პოლიტიკური მიზნებისათვის, მითუმეტეს სპეკულაციისათვის გამოყენება დაუშვებელია. ასე ვფიქრობდი ადრე, ასე ვფიქრობ დღეს.

განცხადებაში არასწორი ფაქტებია მოყვანილი და კიდევ უფრო მცდარი შეფასებებია გაკეთებული. ცხადია, აბიტურენტებს არავინ ურეკავს და არავინ უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს – მხოლოდ მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ მისდით პასუხი სმს-ით. ყველაფერი რამდენჯერმე განვმარტეთ და ბუნებრივია, მოვუბოდიშეთ ახალგაზრდებს. ხვალ საბოლოო შედეგებს გამოვაქვეყნებთ და, იმედია, ამგვარი სპეკულაციებიც დასრულდება.

და კიდევ… ერთიან ეროვნულ გამოცდებს მხოლოდ ერთხელ შეექმნა საფრთხე – 2012 წლის ზაფხულში! მიუხედავად მაშინდელი რეჟიმის მცდელობისა, სისტემა იმ ადამიანებმა გადაარჩინეს, რომლებიც მაშინაც და დღესაც ყველაფერზე წინ საქმის ინტერესებს და სამართლიანობას აყენებენ. 2012 წელს ერთიანი გამოცდები ცენტრის 170-მდე თანამშრომლის ძალისხმევამ და საქმისადმი თავდადებამ გადაარჩინა. საფრთხე კი ნაციონალურმა მოძრაობამ, მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა“-წერს მიმინოშვილი.

 

კომენტარის დატოვება