ჭყოიძე: აბა, სად ხართ ცენტრისტები, ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები, კვარაცხელია?..

      F-news  

   სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავალი ოსმა სამხედროებმა აიღეს. ჩილინდრიშვილის განცხადებით, ოსმა ძალოვნებმა დაახლოებით 6 ჰქეტარი დათესილი მოსავალი მიიტაცეს.

ამ ფაქტს არჩილ ჭყოიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 -„აბა, სად ხართ ცენტრისტები, ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები, კვარაცხელია, სოციალისტები, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, რუსულ პენსიებს და ათას სისულელეებს რომ გვპირდებით. საწყალ ხალხს მთელი წლის ნაშრომ მოსავალს ართმევენ.

სად არის თქვენი გავლენიანი დუმის დეპუტატი სიმიოგინი? სად გაქრა? გორში კარგად უფრიალებდით წითელ დროშებს და ხოტბას ასხამდით. მოკიდეთ ხელი სიმიოგინს ჩაიყვანეთ საოკუპაციო ხაზთან, დაეხმაროს მოძმე ერთმორწმუნე ქართველებს.

სად არის ჩიტიშვილი და ძმანი მისნი, საქართველოს გამთლიანებას რომ გვპირდებიან. წადით თუ რამის ბოდიშიდა ერთი ადგილი გაქვთ, ადექით და დაიცავით ექვსი ჰექტარი მიწა და თუ ექვსი ჰექტრის დაცვის უკანალი არ გაქვთ და ორი მანქანა ქერის დაბრუნება არ შეგიძლიათ, მაპატიეთ და დააყენეთ ….”

კომენტარის დატოვება