ქართველი ჯარისკაცის გმირული საქციელი და გადარჩენილი მამაკაცი

ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.

“ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

წყარო: accent.com.ge