ჯუმბერ კირვალიძე: ნარმანია სასწრაფოდ უნდა გადადგეს!

ჯუმბერ კირვალიძე

   პოლიტოლოგი

-“თბილისის მერმა, ბ-ნმა დ.ნარმანიამ, ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, თბილისელ მოქალაქეს საჯაროდ, მასმედიის თანდასწრებით მიმართა ასეთი სტყვებით, – “შე მაიმუნო-ვირიშვილო”!!!??? იცით, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა საკითხზე იყო მსჯელობა და მართალი თუ მტყუანი გახლდათ ბ-ნი ნარმანია, რადგანაც მან შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქალაქის მკვიდრს, რომლის მერიც იგი გახლავთ და ვისი ინტერესების და ღირსების დაცვაც მას ევალება! ამიტომ, ნარმანია უსწრაფესად უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც დიდი სირცხვილია, რომ თბილისის მერი იყოს ისეთი ქალაქის თავი, რომელიც თბილისელ მოქალაქეს სიტყვიერად ამცირებს, რაც ყველა თბილისელის შეურაცხოფასაც ნიშნავს!!!”

კომენტარის დატოვება