ორი მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენს სამეზობლოში…

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

ორი მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენს სამეზობლოში

1. დღეს ასტანაში 5 სახელმწიფო (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი, რუსეთი და ყაზახეთი) შეთანხმდებიან კასპიის სტატუსთან დაკავშირებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია: სხვა სახელმწიფოთა ფლოტის დაშვების შესახებ. ასევე დაასკვნიან ზღვა არის თუ ტბა და ა.შ. 20 წლიანი მოლაპარაკებები თუ წარმატებით გაფორმდა, შეათანხმებენ საზღვრებს, რესურსების, წიაღისეულის საკითხებს.

2. თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების დაძაბულობის ტენდენციის გაგრძელება.
ადრე ბევრჯერ დავწერე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ნატოს დატოვებამდე შორს აღარ იქნება, თუმცა, იმედია, აქამდე არ მივა-მეთქი. სამწუხაროდ დაძაბულობა გრძელდება. აშშ-სთან დაშორება თურქეთის რუსეთთან ალიანსს გამოიწვევს. მე არ ვსაუბრობ ჩემს სიმპატიებზე. უბრალოდ, მეზობლად დიდი სახელმწიფოების რყევები, ჩვენზეც აისახება და სერიოზულ დაძაბულობებს გამოიწვევს.

ეს ვიდეოც აუცილებლად ნახეთ:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2332588846759239&id=100000244408994