რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრამ 3 საათს გასტანა

რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრამ 3 საათს გასტანა. შეხვედრაზე ძირითადი საკითხები უკრაინა და ახალი გაზსადენი იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პუტინმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ტრანზიტის უკრაინაზეც გავლას.

-უკრაინის ტრანზიტი ტრადიციულია და შესაბამებოდა ეკონომიკურ სტანდარტებს“-განაცხადა პუტინმა.

მოლაპარაკების დროს ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წლის დადგომამდე დონბასში სტაბილურობა იქნება და მთლიან უკრაინაში შეთანხმება იქნება მიღწეული, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ მინსკის შეთანხმება „რუსეთის გამო არ ბუქსაობს“-ო.

შეხვედრის ძირითადი საუბარი შეეხებოდა სირიას, მერკელმა განაცხადა, რომ მათ სურთ ბერლინში მცხოვრები სირიელი დევნილების დაბრუნება სირიაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება. პუტინის განცხადებით, საჭიროს სირიას დაეხმარონ კანალიზაციის მოწესრიგებაში, მედიცინის აღდგენაში და განათლების სფეროში.

საუბარი შეეხო ირანსაც, თუმცა ჯერ ამ თემაზე ვრცელი კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.