„არანაირი საფრთხე არ არსებობს! გარემოებები სრულად და დაუმახინჯებლად წარმოაჩინოთ!“

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას

SOS! – „ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს! ხმას არავინ იღებს!!!“

იხ.

https://www.gmtv.ge/45486-2/

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთიბის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კულტურულ ძეგლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

-პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არც ერთ ჟურნალისტს და მათ შორის არც ქალბატონ ნინო მიქიაშვილს ჩვენთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. არაერთხელ გვითქვამს ნინოსთვის მადლობა. გახსოვთ ალბათ , სწორედ მიქიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღვკვეთეთ დარღვევა და პროკურატურაშიც შევიტანეთ სარჩელი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მას მივეცი სატელეფონო განმარტება და არა ინტერვიუ. ამ სამუშაოებს ასრულებს არა ფონდი „ქართუ“, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდი.

არსებობს ვარძიის ნაკრძალზე რეგიონისთვის დამახასიათებელი ე.წ. “მესხური ტერასებისა” და ვიზიტორთა ცენტრის საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, რასაც აუცილებლად მივაწვდი თქვენს სააგენტოსაც და რაც ვფიქრობ ნათელ წარმოდგენას   შექმნის პროექტის მიმდინარეობაზე.

კიდევ ერთელ ვიმეორებ, ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებდა და არა ფონდი “ქართუ”, რაც შეეხება ფონდ “ქართუს” , ფონდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის კომპლექსურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, რომელიც დღემდე გრძელდება.. შემიძლია ყველა მსურველს განვლილი სარეაბილიტაციო პროცესი ადგილზევე გაგაცნოთ.

ნაკრძალს ყოველდღიურად სტუმრობს 1000 ვიზიტორი, რომელთაგან მცირე ნაწილს მაინც კარგად უწყის ძეგლის იერსახის მოვლა – პატრონობისა და მასზე განხორციელებული სარესტავრაციო – სარეაბილიტაციო პროცესების შინაარსი.. დასკვნის სახით კი გირჩევთ, რომ გარემოებები სრულად და დაუმახინჯებლად წარმოაჩინოთ!

მოგაწვდით ყველა მასალას, დოკუმენტაციას და მიაწოდეთ საზოგადოებას. იქამდე კი დავძენ – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.. ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შემავალი ობიექტი არაა… თუმცა მთელი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შესაბამისად…

P.S. სააგენტოს მიერ მოწოდებულ ყველა დოკუმენტაციას GmTV მიღებისთანავე მიაწოდებს მკითხველს.