„ნუთუ მართლა დავბერდი…“ – ყოფილ რეჟისორს თანადგომა სჭირდება (ვიდეო)

წყარო – euronews.ge

ნელი ვარდიაშვილი

,,კახა ნოზაძე ბორჯომის ცენტრალურ პარკში აღმოვაჩინე. მღერის ემოციურად, თვალზე ცრემლი რომ მოგადგება.  ყოველდღიურად უამრავი მსმენელი მიდის პარკში, მას რომ მოუსმინოს. ბატონი კახა ყოფილი რეჟისორია. ბინა არ აქვს და ბორჯომში ქირით ცხოვრობს. ქუჩის მომღერლობით მოპოვებული გროშებით, ავადმყოფ დედას უვლის.

მივმართავ საქართველოს კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიას, დაასაქმეთ ეს ხელოვანი კაცი, გამოიყენეთ მისი ნიჭი და უნარი.  ის ნამდვილად იმსახურებს თანადგომას!”

ნელი ვარდიაშვილის რეპორტაჟი