მორიგი აფეთქება თურქეთში

თურქეთში, შირნაკის პროვინციის ქალაქ ჯიზრეში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.

ამ წუთებში ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქების ორგანიზებაში ქურთისტანის მუშათა პარტიას მოიაზრებენ.

კომენტარის დატოვება