მალხაზ მაჩალიკაშვილს უნდა პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლოს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიებლებს მისთვის რაიმე ახალი შეკითხვა არ დაუსვამთ. მისივე თქმით, ჩვენების მისაცემად აღარ მივა და სურს პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლოს.

„არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა. თუკი ამის შემდეგ ისევ დამიბარებენ დაკითხვაზე,  აღარ მივალ, არ მინდა ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ. კითხვები იყო მიცემული ჩვენების ხელმეორედ გამეორება“ – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

ფოტოს ავტორი მარიკა კუბლაშვილი