“შეიტყობთ ნამდვილ მიზეზს, რატომ გაუშვეს გოგაშვილი თანამდებობიდან, მე კი ნუ მემუქრებით!..” (ვიდეო)

რუსუდან შარაძე
30.08.2018

ამ ვიდეოდან, თქვენ გაიგებთ სად და რა ვითარებაში შევხვდი პირისპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს. აგრეთვე, შეიტყობთ ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან ამა წლის 21 აგვისტოს.

აქვე გაიგებთ იმ ახალი დასკვნის შესახებ, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო „ალდაგის“ ფირზე სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს, 22 აგვისტოს.

რაც მთავარია, თქვენთვის ნათელი გახდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან.

ვიდეოს ბოლოს, იხილავთ გურამ შარაძის საქმის მოწმის ყბადაღებული 56 წუთიანი ვიდეოაღიარების ფინალს!

შეგახსენებთ, რომ მოწმე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, 2014 წელს, ნებაყოფლობით ზის კამერის წინ და კახა მიქაიასა და დათო სორდიას უყვება სულ 5 საქმეზე, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობაზე და რაც მთავარია, მის ხელთარსებულ აუდიო- ვიდეო და დოკუმენტურ მტკიცებულებებზე.

მოწმის მაშინდელი მიზანია, მისი ვიდეოაღიარება ნახონ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა.

რას ჰყვება მოწმე ამ 5 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩადენილ იქნა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამის შესახებ, ინფორმაციებსა და ვიდეოკადრებს ეტაპობრივად მოგაწვდით.

https://www.facebook.com/guram.sharadzissazogadoeba/videos/2113332352073558/?hc_ref=ARR98HFewgpsMv4MPfkFzOE5XQLLwjfRfsefLnZcUd_-jUlcVqqI6SMcdVfiuYCyiM0&fref=nf

აქვე რუსუდან შარაძე პირად მიმართვასაც ავრცელებს:

მივმართავ ბიძინა ივანიშილს, უჩა მამაცაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს – გიორგი გახარიას, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს – ნიკა შარაძეს, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს, იუსტიციის მინისტრს – თეა წულუკიანს:

მას შემდეგ, რაც დღეს, ფეისბუკით გავავრცელე ჩემი მიმართვა და დავურთე მოწმის, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნისა და დათა ახალაის ყოფილი მარჯვენა ხელის, ვიდეოაღიარების ფინალი, მოწმე – ვახტანგ გაბელია-ძიძიშვილი მემუქრება, რომ ზუგდიდიდან ჩამოვა თბილისში და არც მეტი, არც ნაკლები, მომკლავს. იგინება უშვერი სიტყვებით და მე და მამაჩემს – გურამ შარაძეს გვაყენებს შეურაცხოფას.

გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ!

ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემი ძვალიც რომ გაქრეს, შვეიცარიის ბანკში არსებული ჩემი სეიფი გაიხსნება და ამის შემდეგ, რა და როგორ უნდა მოხდეს, ჩემი შვეიცარიელი ადვოკატები ზედმიწევნით არიან ინფორმირებულნი.

ასე რომ, მემუქრებით კი არა, სული მიბერეთ