ირაკლი შიხიაშვილმა მეგი გოცირიძეს სასამართლოში უჩივლა (ვიდეო)

რამდენიმე ხნის წინ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიზანმუმართულად აგორებულია ცილისმწამებლური კამპანია. მან განაცხადა, რომ უჩივლებდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სიცრუეს ავრცელებნ.

დღეს კი ირაკლი შიხიაშვილმა მეგი გოცირიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

-მე შევიტანე სარჩელი ნაციონალური მოძრაობის სახის, მეგი გოცირიძის წინააღმდეგ იმ ბრალდებაზე, რომ თითქოს მე რუსეთს ვეტერანების სიები გადავეცი. ამ ცილისწამებლურ ქმედებას დაესმება წერტილი და გამოჩნდება მათი ნამდვილი სახე, დავუმტკიცებთ მათ ტყუილს და დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს“-აცხადებს შიხიაშვილი.

ადვოკატი ლაშა გოლუბიანი

აცხადებს, რომ შიხიაშვილის წინააღმდეგ კამპანია სწორედ იმ დროს აგორდა, როცა შიხიაშვილმა ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლის პროექტი „გეორგია“ წარმოადგინ.

ადვოკატი ამბობს, რომ მოითხოვენ შელახული პატივისა და ღირსების აღდგნას.

https://www.facebook.com/498216860612791/videos/698460087186582/