ერევანში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ აღმართული კედლის გარღვევას ცდილობენ. როგორც მედია წერს, პოლიცია მომიტინგეების შეკავებას ცდილობს.

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მხოლოდ დეპუტატებს შეუშვებს.

მოვლენები მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ვითარდება, სადაც პარლამენტის (ეროვნული კრების) შენობაა განთავსებული.

3 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. პაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.