აშშ-ს ციხეში ჩხუბს 7 პატიმარი ემსხვერპლა

აშშ-ში სამხრეთ კაროლინას მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს შორის შექმნილი კონფლიქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ამის შესახებ  CNN-ი წერს.

CNN-ის ცნობით, პატიმრებმა ციხის სამ ბლოკში ატეხეს ჩხუბი. დაცვის სამსახურის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

სამხრეთ კაროლინას ციხეში 1500-მდე პატიმარია დაკავებული.