ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე – უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უნაგირზე კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული

უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან თუ წინ კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს უნაგირზე შემოსმული, ასე არ არის ყველაფერი მოწყობილი , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომელის თანახმადაც არც გირაოს გადახდას ეთანხმება და არც ამნისტიას.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მელიას ციხის საკანი უკვე ავტომატურ რეჟიმში იღება.

“ნაციონალურ მოძრაობას უნდა დესტრუქციული რეჟიმი გააგრძელოს და დამარცხება, რაც ამ დესტრუქციამ განიცადა, ამის შემოტრიალება უნდათ. მაგრამ როგორ უნდა შემოტრიალდეს, ეს არც თვითონ ესმით კარგად. კეთილი ვინებოთ და ყველამ ვისწავლოთ შეთანხმების შესრულება. სასამართლოს ცალმხრივად ნუ მოვაწყობთ, დანაშაული არის დანაშაული, ნიკა მელიამ ჩაიდინა, პოლიციელმა თუ ირაკლი ქადაგიშვილმა. არ იცით თქვენ, დამიზნებით ესროლეს, თუ შემთხვევით მოხვდა ვიღაცას, დანაშაული არის დანაშაული. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, მაშინ მივდივართ ამნისტიის გზით, ეს არის ევროპის მიერ შემოთავაზებული გზა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.