შესაძლოა პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ

პროფესიული განათლების სტუდენტები შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ. როგორც პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა თქვა, ასეთი ინიციატივა არსებობს, თუმცა მას ფართო განხილვა სჭირდება. ჯაშმა ეს განცხადება პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ეს წინადადება არსებობს, თუმცა ის ცდება მხოლოდ განათლების მიმართულებას და ამ საკითხზე უნდა გავმართოთ კონსულტაციები თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის შემადგენლობასთან. თუკი მოხდება არსებულ საკითხზე შეჯერება, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ შემდგომ შევიტანოთ ცვლილებები როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონში, ისე წვევამდელთა შესახებ კანონმდებლობაში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

წყარო: imedinews.ge