სოხუმში მამაკაცი ქუჩაში ყუმბარით დადიოდა

სოხუმში, აიაიარას გამზირზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყუმბარით დადიოდა, საკმაოდ აგრესიული იყო და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დადგენილია მამაკაცის ვინაობა, ის 50 წლის სერგეი დავიდოვია.

ამჟამად ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.