მეცნიერებს, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული აფეთქება მოაწყვეს, ქვეყანაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ჩრდილოეთ კორეაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს იმ მეცნიერებს, რომლებმაც 3 სექტემბერს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული აფეთქება მოაწყვეს.

ფხენიანში მეცნიერების ავტობუსებს მოქალაქეები ოვაციებით დახვდნენ.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული რიგით მეექვსე ბირთვული ცდა საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო. აშშ-მა უვე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას და ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ანგარიშების გაყინვას მოითხოვეს.

აღნიშნული რეზოლუცია გაერო-ში ორშაბათს უნდა წარადგინონ. თავის მხრივ ფხენიანი საპასუხო მკაცრი ზომებით იმუქრება.