ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა.

დაღუპულები არიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.