დიმიტრი ლორთქიფანიძე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელე-კომუნიკაციების მარეგულირებლის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. უფლებადამცველმა სამართლებრივი რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. საქმე ეხემა პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის ფაქტს.

-„იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია “იბერია” ამ დრომდე არ აფიქსირებს საჯაროდ ოფიციალურ პოზიციას გუშინდელ პირდაპირ ეთერში მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტზე, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი შემპირდა , რომ აღარ მომიწვევს ეთერში იმის გამო, რომ ტვ “იბერიასთან” გამიჩნდა შეკითხვები, გადავწყვიტე გავაგრძელო სამართლებრივი მოქმედებები და ამ მიზნით რამდენიმე წუთის წინ მივმართე ტელე-კომუნიკაციების მარეგულირებლის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ ვანო მახარაძეს, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ( პასუხისმგებელი პირი თამთა აბუსერიძე) და სახალხო დამცველის აპარატის მისაღებს(ქეთევან ხვედელიანი).. -სამართლებრივი რეაგირებისთვის!!!

საქმე იმაშია, რომ პოლიციამ ტელეკომპანიისთვის სრულიად არასასურველი (თუმცა ობიექტური) ვერსიით წარმართა ადმინისტრაციული წარმოება და როგორც ჩანს ჯერ კულუარული გარჩევისა და აზრთა შეჯერების პროცესში არიან. მუხლი 159​10 . საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებ ათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების ა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“-აცხადებს ლორთქიფანიძე.