კახაბერ ჭიჭინაძე ბრიფინგზე გააკეთებს არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო განცხადებას

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კახაბერ ჭიჭინაძის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

როგორც საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა,  5 სექტემბერს, 11.00 საათზე , საინფორმაციო სააგენტო Primetime-ის პრესკლუბში ( კოსტავას 68 )  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი , უპარტიო კანდიდატი  კახაბერ ჭიჭინაძე 
მართავს ბრიფინგს, რომელზეც საზოგადოებას გააცნობს 13 პუნქტიან სამოქმედო გეგმას და გააკეთებს მნიშვნელოვან, არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო განცხადებას.

კანდიდატი აიღებს ვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე და წარმოადგენს ამ ვალდებულებისადმი თავის პასუხისმგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.